понедельник, 18 мая 2015 г.

მეშვიდე დღე

დღეს ვიმუშავეთ მეექვსე მოდულზე. მოვახდინეთ მოსწავლეთა დიფერენცირება და გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას . რესურსებიდან გავეცანით მოსწალეთა მხარდაჭერას. შევქმენით მოსწავლეთა სწავლის სტილისა და ინტელექტის დასადგენად თვითშეფასების ფორმა. მოსწავლეთა მხარდაჭერისათვის შევქმენით პროექტის შესაბამისი პრეზენტაციის შაბლონი.ჩვენ ბლოგზე ვისწავლეთ ახალი გვერდების შექმნა და გამოვაქვეყნეთ პორტფელიო. საშინაო დავალებაში უნდა გავაკეთოთ ახალი გვერდები ჩვენს ბლოგზე.

მეეცხრე დღე

გადავხედეთ პროექტის გეგმას . დავასრულეთ და განვათავსეთ ჩვენს ბლოგზე. მოვისმინეთ ერთმანეთის  პრეზენტაციები, პირველი პრეზენტატორი იყო 137-ე სკოლის მათემატიკის პედაგოგი ქალბატონი მარინა აბაშია , რომელმაც წარმოგვიდგინა პროექტი თემაზე: ,, სამკუთხედების მსგავსების ნიშნები", რომელმაც საინტერესო პრეზენტაცია გააკეთა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

შემდეგი პრეზენტაცია წარმოადგინა ქალბატონი მედეა სალიამ   137-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა. თემის სათაური ,,მარტოობის ორდენის ბრილიანტი" თავიდანვე დიდ ინტერეს იწვევდა  პროექტისადმი ქალბატონმა მედეამ  ანთებული სანთლების ფონზე წარმოგვიდგინა თავისი პროექტი.

შემდეგი პრეზენტაცია წარმოგვიდგინა 97-ე საჯარო სკოლის  ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგმა ქალბატონმა ნელი შარაშენიძემ. პროექტი ,,თემის უსამართლო სამართლიანობა" ეხმიანება თანამედროვე ეპოქას.   პროექტში მომეწონა   მოსწავლეები როგორ პარალელს ავლებენ ძველ და ახალ ეპოქას შორის.
 შემდეგი პროექტი წარმოადგინა 97-ე საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგმა ნინო შავკაციშვილმა რომელმაც წარმოადგინა პროექტი ,, ჰაერის ხარისხის კონტროლი"

აგრეთვე 97-ე სკოლის  რუსული ენის პედაგოგმა წარმოგვიდგინა თემა ,, დროის სწორად განაწილება" მოვისმინე პრეზენტაცია ამავე სკოლის ინგლისური ენის პედაგოგის მაია ბახტურიძის  პრეზენტაცია თემაზე. თითქმის ყველა პედაგოგმა საინტერესოდ წარმოადგინა პროექტის პრეზენტაცია. ამ ტრენინგიდან მრავალმხრივი ცოდნა შევიძინე რასაც აქტიურად გამოვყენებ სასწავლო პროცესში . დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ მანანას საინტერესო ტრენინგისათვის და ვუსურვებ წარმატებებს და წინსვლას.   

воскресенье, 17 мая 2015 г.

მეერვე დღე

დღეს გადავიმეორეთ შესწავლილი მასალა . დავასრულეთ პროცედურები. ვისწავლეთ კითხვარების ატვირთვა მოსწავლეთა დახმარებისთვის  გუგლ ფორმების მიხედვით და  ავტვირთეთ ახალი გვერდი ჩვენს ბლოგზე. გავეცანით მეშვიდე მოდულში ფასილიტაციის ნიმუშებს, საინტერესო მასალა შევინახეთ კურსის რესურსებში.  თავიდან განვიხილეთ ჩვენი პროექტი და   მოვაწესრიგეთ პორტფელიო.

вторник, 12 мая 2015 г.

მეშვიდე დღე

დღეს  ვიმუშავეთ მეექვსე მოდულზე . დავასრულეთ  პროცედურები გავეცანით გარდნერის თეორიას და ამის მიხედვით შევქმენით მოსწავლეთა ინტელექტის შეფასების ფორმა. ვისწავლეთ ახალი გვერდების შექმნა ჩვენს ბლოგებზე და  გამოვაქვეყნეთ პორტფელიო. 

воскресенье, 10 мая 2015 г.

მეექვსე დღე

   დღემ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა . თავდაპირველად დავასრულეთ სლაიდზე მუშაობა . ვისწავლეთ ფონის გაკეთება და სურათის  დადება სლაიდზე. აგრეთვე ჩვენს ბლოგზე ჩავსვით მოსწავლის ნამუშევარი. ვისწავლეთ როგორ დავმალოთ და გამოვაჩინოთ ინფორმაცია რომელიც გვიდევს ჩვენს ბლოგზე.  გავეცანით და კომენტარები   გავაკეთეთ კოლეგების მიერ შექმნილ პრეზენტაციებზე . გავეცანით შეფასების რუბრიკებს და  შეფასების ჩეკლისტს.  ჩემი პროექტის მიზნიდან გამომდინარე შევადგინეთ  შეფასების რუბრიკა პრეზენტაციისათვის. დიდი მადლობა ქალბატონ მანანას ასეთი საინტერესო დღისთვის.

მოსწალის ნაშრომი

суббота, 9 мая 2015 г.

მეხუთე დღე

          დღეს გავიხსენეთ განვლილი მასალა . გავეცანით მესამე მოდულს, კერძოდ მეთოდებს და უკუკავშირებს. აგრეთვე გავეცანით საავტორო უფლებების პრეზენტაციას. შევქმენით გამოყენებული ლიტერატურის სია , სადაც შევიტანეთ მოძიებული  საიტების მისამართები. გადმოვიწერეთ სურათები და მასალები მოსწავლის ნაშრომის შესაქმნელად. შევქმენით მოსწავლის ნაშრომი. ჩვენი პროექტის გეგმები გაუზიარეთ ერთმანეთს და ვისწავლეთ კომენტარის გაკეთება.