понедельник, 18 мая 2015 г.

მეშვიდე დღე

დღეს ვიმუშავეთ მეექვსე მოდულზე. მოვახდინეთ მოსწავლეთა დიფერენცირება და გავეცანით გარდნერის მრავალმხრივი ინტელექტის თეორიას . რესურსებიდან გავეცანით მოსწალეთა მხარდაჭერას. შევქმენით მოსწავლეთა სწავლის სტილისა და ინტელექტის დასადგენად თვითშეფასების ფორმა. მოსწავლეთა მხარდაჭერისათვის შევქმენით პროექტის შესაბამისი პრეზენტაციის შაბლონი.ჩვენ ბლოგზე ვისწავლეთ ახალი გვერდების შექმნა და გამოვაქვეყნეთ პორტფელიო. საშინაო დავალებაში უნდა გავაკეთოთ ახალი გვერდები ჩვენს ბლოგზე.

მეეცხრე დღე

გადავხედეთ პროექტის გეგმას . დავასრულეთ და განვათავსეთ ჩვენს ბლოგზე. მოვისმინეთ ერთმანეთის  პრეზენტაციები, პირველი პრეზენტატორი იყო 137-ე სკოლის მათემატიკის პედაგოგი ქალბატონი მარინა აბაშია , რომელმაც წარმოგვიდგინა პროექტი თემაზე: ,, სამკუთხედების მსგავსების ნიშნები", რომელმაც საინტერესო პრეზენტაცია გააკეთა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

შემდეგი პრეზენტაცია წარმოადგინა ქალბატონი მედეა სალიამ   137-ე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგმა. თემის სათაური ,,მარტოობის ორდენის ბრილიანტი" თავიდანვე დიდ ინტერეს იწვევდა  პროექტისადმი ქალბატონმა მედეამ  ანთებული სანთლების ფონზე წარმოგვიდგინა თავისი პროექტი.

შემდეგი პრეზენტაცია წარმოგვიდგინა 97-ე საჯარო სკოლის  ქართული ენის და ლიტერატურის პედაგოგმა ქალბატონმა ნელი შარაშენიძემ. პროექტი ,,თემის უსამართლო სამართლიანობა" ეხმიანება თანამედროვე ეპოქას.   პროექტში მომეწონა   მოსწავლეები როგორ პარალელს ავლებენ ძველ და ახალ ეპოქას შორის.
 შემდეგი პროექტი წარმოადგინა 97-ე საჯარო სკოლის ქიმიის პედაგოგმა ნინო შავკაციშვილმა რომელმაც წარმოადგინა პროექტი ,, ჰაერის ხარისხის კონტროლი"

აგრეთვე 97-ე სკოლის  რუსული ენის პედაგოგმა წარმოგვიდგინა თემა ,, დროის სწორად განაწილება" მოვისმინე პრეზენტაცია ამავე სკოლის ინგლისური ენის პედაგოგის მაია ბახტურიძის  პრეზენტაცია თემაზე. თითქმის ყველა პედაგოგმა საინტერესოდ წარმოადგინა პროექტის პრეზენტაცია. ამ ტრენინგიდან მრავალმხრივი ცოდნა შევიძინე რასაც აქტიურად გამოვყენებ სასწავლო პროცესში . დიდ მადლობას ვუხდი ქალბატონ მანანას საინტერესო ტრენინგისათვის და ვუსურვებ წარმატებებს და წინსვლას.   

воскресенье, 17 мая 2015 г.

მეერვე დღე

დღეს გადავიმეორეთ შესწავლილი მასალა . დავასრულეთ პროცედურები. ვისწავლეთ კითხვარების ატვირთვა მოსწავლეთა დახმარებისთვის  გუგლ ფორმების მიხედვით და  ავტვირთეთ ახალი გვერდი ჩვენს ბლოგზე. გავეცანით მეშვიდე მოდულში ფასილიტაციის ნიმუშებს, საინტერესო მასალა შევინახეთ კურსის რესურსებში.  თავიდან განვიხილეთ ჩვენი პროექტი და   მოვაწესრიგეთ პორტფელიო.

вторник, 12 мая 2015 г.

მეშვიდე დღე

დღეს  ვიმუშავეთ მეექვსე მოდულზე . დავასრულეთ  პროცედურები გავეცანით გარდნერის თეორიას და ამის მიხედვით შევქმენით მოსწავლეთა ინტელექტის შეფასების ფორმა. ვისწავლეთ ახალი გვერდების შექმნა ჩვენს ბლოგებზე და  გამოვაქვეყნეთ პორტფელიო. 

воскресенье, 10 мая 2015 г.

მეექვსე დღე

   დღემ ძალიან ნაყოფიერად ჩაიარა . თავდაპირველად დავასრულეთ სლაიდზე მუშაობა . ვისწავლეთ ფონის გაკეთება და სურათის  დადება სლაიდზე. აგრეთვე ჩვენს ბლოგზე ჩავსვით მოსწავლის ნამუშევარი. ვისწავლეთ როგორ დავმალოთ და გამოვაჩინოთ ინფორმაცია რომელიც გვიდევს ჩვენს ბლოგზე.  გავეცანით და კომენტარები   გავაკეთეთ კოლეგების მიერ შექმნილ პრეზენტაციებზე . გავეცანით შეფასების რუბრიკებს და  შეფასების ჩეკლისტს.  ჩემი პროექტის მიზნიდან გამომდინარე შევადგინეთ  შეფასების რუბრიკა პრეზენტაციისათვის. დიდი მადლობა ქალბატონ მანანას ასეთი საინტერესო დღისთვის.

მოსწალის ნაშრომი

суббота, 9 мая 2015 г.

მეხუთე დღე

          დღეს გავიხსენეთ განვლილი მასალა . გავეცანით მესამე მოდულს, კერძოდ მეთოდებს და უკუკავშირებს. აგრეთვე გავეცანით საავტორო უფლებების პრეზენტაციას. შევქმენით გამოყენებული ლიტერატურის სია , სადაც შევიტანეთ მოძიებული  საიტების მისამართები. გადმოვიწერეთ სურათები და მასალები მოსწავლის ნაშრომის შესაქმნელად. შევქმენით მოსწავლის ნაშრომი. ჩვენი პროექტის გეგმები გაუზიარეთ ერთმანეთს და ვისწავლეთ კომენტარის გაკეთება.

воскресенье, 3 мая 2015 г.

მეოთხე დღე

        დღეს     გავეცანით შეფასების  ხუთ მიზანს და შევარჩიეთ შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები პროექტის სახვადასხვა ეტაპზე. ვიმსჯელეთ  განმასაზღვრელი და განმავითარებელი შფასების შესახებ. შევქმენით ვიცი-მინდა ვიცოდე-რა გავიგე სქემა მოსწავლეთა საჭიროების მიხედვით.  დავიწყე პროცედურების ჩამოწერა დრაივზე შექმნილ ახალ ფაილში.  

суббота, 2 мая 2015 г.

მესამე დღე

დღეს  დასაწყისში განვიხილეთ ჩვენს მიერ  დამზადილი ბუკლეტები.  პროექტის გეგმაში გავწერეთ მიზანი რომელშიც დავიხმარეს სტანდარტი და ინდიკატორები. გადავხედეთ განახლებულ ბლუმის ტაქსონომიას და  მისი საშუალეით განვსაზღვრეთ მიზნის ძირითადი  საკითხები. შევისწავლეთ როგორ ფორმულირდება მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. ჩვენს მიერ არჩეული პროექტის მიხედვიტ შევადგინეთ ზოგადი, სტანდარტული და შინაარსობრივი კითხვები.

воскресенье, 26 апреля 2015 г.

მეორე დღე

დღეს  მოვისმინეთ ერთმანეთის საპროექტო იდეები. პროექტის გეგმაში შევავსეთ  ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით სტანდარტი და ინდიკატორები, რომელიც შევარჩიეთ იმის მიხედვით , რომ ყოფილიყო გათვლილი  მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებაზე  და შეფასების რუბრიკის შედგენის დროს გამოგვადგება. გავეცანით გამოცემის ჩეკლისტის მომზადებას. განვიხილეთ ბუკლეტის ნიმუშები. ჩვენი შერჩეული პროექტის ბუკლეტებში ვისწავლეთ სურათების ჩასმა და ჩვენს იმეილზე გადავგაზავნეთ  ჩვენს მიერ შექმნილი მასალა, რომელიც საშუალებას მოგვცემს საშინაო დავალება შევსრულოთ და შევავსოთ ბუკლეტი საპროექტო იდეის მიხედვით.

суббота, 25 апреля 2015 г.

პირველი დღე

გავიცანით ერთმანეთი.  ვისწავლეთ ვიუვერის გამოყენება. გავეცანი მასში შემავალ მოდულებს და  მასში შემავალი პუნქტეების გამოყენებას პროექტის წარმართვის პროცესში. შევქმენით პორტფოლიო  და ვისწავლეთ სხვადასხვა დოკუმენტების შენახვა. პორტფელიოს ჩეკლისტის საშუალებით ვნახეთ თუ რომელ საქაღალდეში, რომელი დოკუმენტი უნდა შევინახოთ. პროექტი მაღალი სააზროვნო უნარების განსავითარებლად უნდა შევქმნათ.  გავეცანით პროექტის მახასიათებლის ჩეკლისტს. რიტაც გავიგეთ რა მახასიათებლები უნდა გააჩნდეს პროექტს. აგრეთვე შევქმენით ბლოგები და გავეცანით პროექტის  გეგმის შაბლონს.
დავალება: მოვიფიქროთ  იდეა პროექტზე და დავწეროთ  შინაარსის მოკლე მონახაზი.